Future Laboratory-თან პარტნიორობით იწყება მომავლის პროფესიების სწავლება .
უნიკალური პროგრამები განუვითარებს მოზარდებს 21-ე საუკუნის უნარებს და დაეხმარება მათ, იყვნენ კონკურენტუნარიანი და ადაპტირებული ტექნოლოგიურ სამყაროსთან!
პროგრამა განხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში, რომელიც 2018 წელს შეიქმნა European School — ევროპული სკოლა-ს ბაზაზე პროგრამები განკუთვნილია 8-დან 13 წლამდე და 14-დან 17 წლამდე მოზარდებისთვის!
რობოტების დაპროგრამება: კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან რობოტების აწყობას, მათი ფუნქციონირების პრინციპებსა და მათ დაპროგრამებას ვიზუალური პროგრამირების ენის გამოყენებით.
მიკროელექტრონიკის საწყისების სწავლება: კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ ფიზიკის საწყისებს და შეისწავლონ წრედები, ელექტრონული და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის პრინციპები. ისინი ასევე მოახდენენ
საკუთარი ხელით მარტივი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების შექმნას ელექტრონიკის კომპონენტების
გამოყენებით.
3D მოდელირება და 3D ბეჭდვა: პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ სპეციალურ 3D პროგრამაში საკუთარი ფანტაზიით შექმნან სხვადასხვა ნივთები, ხელსაწყოები და პერსონაჟები, რომელთა დაბეჭდვაც შემდეგ შეეძლებათ
3D პრინტერის გამოყენებით. გაკვეთილებში ასევე
ინტეგრირებულია არქიტექტურის, მათემატიკისა და სხვა დამატებითი საგნების მასალაც.
14-დან 17 წლამდე მოსწავლეებისათვის:
მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების დაპროექტება: კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეძლებენ ელექტროინჟინერიის საწყისების შესწავლას და Arduino-ს კონტროლერის გამოყენებით შექმნიან სხვადასხვა მაღალტექნოლოგიურ და ფუნქციურ მოწყობილობებს.
გაფართოებული რეალობა (AR): მოსწავლეები კურსის ფარგლებში შეისწავლიან გაფართოებული რეალობის (AR)-ის
მიმართულების სხვადასხვა თამაშებისა და აპლიკაციების შექმნას 0-დან. გაფართოებული რეალობის მაგალითს წარმოადგენს Snapchat-ის აპლიკაცია და პოპულარული თამაში Pokemon Go, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში.