საქართველოში გაეროს მოდელირების პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება.
კანტის აკადემია «გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის» ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში. 2018 წლის 30 ნომებრიდან 2 დეკემბრამდე, ამერიკელი პარტნიორების დახმარებით, საქართველოში პირველი ინგლისურენოვანი მოდელირების კონფერენცია გაიმართება.კონფერენციის აკადემიურ მხარეს, ხელმძღვანელობას გაუწევენ ამერიკელი კომიტეტის ხელმძღვანელები და გენერალური მდივანი.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 300-მდე სკოლის მოსწავლე და სტუდენტი საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
