აინშტაინის სკოლაში 2019 წლის ზამთრის სეზონი განახლებული მოდულებითა და საინტერესო სიახლეებით გაიხსნა
მომავლის ლაბორატორიასა და ევროპულ სკოლასთან პარტნიორობით იწყება ინოვაციებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების დანერგვა მოზარდებთან, რაც გულისხმობს ინოვაციების ლაბორატორიის ფარგლებში მომავლის პროფესიების შესწავლას 9-დან 12 წლამდე მოზარდებში, მათ შორისაა: ციფრული პროდუქტებსა და ალგორითმების შექმნა, პროგრამირებისა და ციფრული ლოგიკის საფუძვლები, 3D მოდელირება და 3D ბეჭდვა, რობოტების პროგრამირება და სხვა.
გარდა ამისა, საქართველოში პირველად, 2019 წლიდან კანტის აკადემია აბაკუსის მეთოდით სწავლებას იწყებს, რომელსაც კომპანია SMARTMAN- თან პარტნიორობით განახორციელებს. SMARTMAN-ი UCMAS-ის მენტალური არითმეტიკული სისტემის უნივერსალური კონცეფციის ნაციონალური ფრენჩიზის მფლობელია საქართველოში. გონებრივი განვითარების უნიკალური პროგრამა გამიზნულია 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და უზრუნველყოფს თავის ტვინის სრულ გააქტიურებას. კომპანია SMARTMAN-სა და კანტის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აინშტაინის სკოლის 2019 წლის პროგრამების გახსნის ღონისძიებაზე გაფორმდა. UCMAS-ის 6000-ზე მეტი სასწავლო ცენტრი უკვე ოპერირებს მსოფლიოს 80 ქვეყანაში და 3 მილიონმა ბავშვმა მისი საშუალებით უკვე მიაღწია წარმატებას.
