აინშტაინის საკვირაო სკოლაში 8-დან 12 წლამდე მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო.
აინშტაინის სკოლა არის ადგილი, რომელმაც უპრეცენდენტო გამოხმაურება გამოიწვია და უკვე შეძლო ასობით მოზარდის გონებრივი და ემოციური ტრანსფორმაცია.
2018-2019 წლის პროგრამა დაყოფილია განვითარების 3 საფეხურად, რაც აძლევს მოზარდს შესაძლებლობას, 1 წლის განმავლობაში სისტემური მიდგომით მიიღოს საუკეთესო შედეგები. აინშტაინის სკოლა გთავაზობთ 5 სხვადასხვა მოდულს, რომელთაგანაც შესაძლებელია ერთი, ან რამდენიმე მიმართულების შერჩევა მთელი წლის განმავლობაში.
აინშტაინის სკოლის მიზანია მოზარდების ცოდნისა და კომპეტენციის განვითარება შემდეგი მიმართულებებით: ლოგიკა, ემოციური რეგულაცია, წიგნიერება და თანამედროვე აზროვნება, ეფექტური კომუნიკაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები.
ლექციების გარდა აინშტაინელებს ექნებათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ გასვლით სემინარებში: ჯეოლაბში, ტექნოპარკში და წიგნის მუზეუმში.
აინშტაინი — «როდესაც არის სურვილი, არის გზაც!»
