მარეხი გვარამაძემარეხი გვარამაძემარეხი გვარამაძე
მარეხი გვარამაძე

მარეხი გვარამაძე

დამფუძნებელი, გენერალური დირექტორი

მარეხი გვარამაძე არის 28 წლის. მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. აგრეთვე, მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების სპეციალობით.

2012-2013 წლებში მუშაობდა პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში, ამავე პერიოდში თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი, რომლის პროექტებშიც მთელი საქართველოს მასშტაბით 3 ათასამდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის არის UNDP, კონრად ადენაუერის ფონდი, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და სხვა. 2008 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამაში მათ შორის ამერიკის შეერთებული შტაბებში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთისა და ჩეხეთში.

2015 წელს, დაარსა საგანმანათლებლო პლატფორმა კანტის აკადემია, რომელიც დღესდღეობით არის წამყვანი საკვირაო სკოლა არაფორმალური განათლების მიმართულებით. მარეხი არის გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის მრჩეველი ნიუ-იორკში. მთლიანი რესურსით ჩართულია განათლების სფეროში ცვლილებების ხელშეწყობაში და ახალ თაობაში მოტივაციის ამაღლებაში. წარმატებით ახერხებს ერთმანეთს შეუთავსოს ოჯახი და კარიერა, ამასვე მიიჩნევს საკუთარი მიღწევებიდან ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევად. არის ორი შვილის დედა, წარმატებაზე ორიენტირებული და დიდი მიზნებისკენ მოსიარულე. ფიქრობს, რომ რასაც 28 წლის ასაკში მიაღწია არაფერია იმასთან შედარებით რასაც ამის შემდე მიაღწევს, მიზნად განათლების სფეროში ინოვაციების მაქსიმალურად ხელშეწყობას ისახავს, თვლის რომ წარმატების კატალიზატორი სწორედ განათლებაა.

გიორგი თაქთაქიშვილიგიორგი თაქთაქიშვილიგიორგი თაქთაქიშვილი
გიორგი თაქთაქიშვილი

გიორგი თაქთაქიშვილი

აღმასრულებელი დირექტორი და აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელი

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ისტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებასა და საჯარო მმართველობაში. მინიჭებული აქვს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში და მაგისტრის ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

2008 წლიდან აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, აქვთ 10 წლიანი გამოცდილება ახალგაზრდულ სფეროში საქმიანობის. ასევე მუშაობდა საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს პარლამენტში ფრაქციის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მედია მენეჯერის პოზიციაზე, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში მონიტორინგის სამსახურში, იყო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ადმინისტრაციის წევრი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი. 2015-2016 წლებში იყო საქართველოს განვითარების ფონდის ახალგაზრდული პოლიტიკის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი, მოგვიანებით კი მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამავე პერიოდში იყო საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი. 2009 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში, ასევე თავად იყო არაერთი პროექტის ავტორი და ორგანიზატორი.

არის ევროპის პოლიტიკური აკადემიისა (European Crossroad Political Academy-2012-2013) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) პოლიტიკური სკოლის კურსდამთავრებული (2010-2011). დაინტერესებულია საზოგადოებრივი კომუნიკაციებით და ამავე თემაზე კითხულობს ლექციებს სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ევროკავშირის საპატიო ჯილდო.

კახი ლობჟანიძეკახი ლობჟანიძეკახი ლობჟანიძე
კახი ლობჟანიძე

კახი ლობჟანიძე

მარკეტინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი

კახი ლობჟანიძე დაიბადა თბილისში, დაამთავრა რობერ შუმანის სახელობის ევროპული სკოლა შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლა საჯარო მმართველობის მიმართულებით.

მუშაობა ძალიან ადრე, 16 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი ერთერთი პირველი სამსახური თბილისის დასუფთავება იყო, რომელსაც ენთუზიაზმით ასრულებდა და ყოველთვის სჯეროდა, რომ შრომით წარმატებას აუცილებლად მოიპოვებდა. ასევე მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით. იყო მერიის სსიპ თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მრჩეველი, რა პერიოდშიც განახორციელა რამდენიმე წარმატებული პროექტი.

2016 წელს ჩააბარა საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტში და დასაქმდა საქართველოს წამყვან სისტემურ ინტეგრატორ კომპანია ორიენტ ლოჯიკში. 2018 წლიდან შეუდგა საქმიანობას საქართველოში ყველაზე მასშტაბური საკვირაო სკოლისა და საგანმანათლებლო პლატფორმის კანტის აკადემიის გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე, ამავდროულად მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აქტიურად ჩაერთო საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში სხვადასხვა პროექტის სახით, კერძოდ იგი გახდა  ქართულ-ჩინური კომპანიის „ქართ-ველი“ ჯგუფის მენეჯმენტის წევრი.

მისი თქმით დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ვცხოვრობთ შესაძლებლობების ეპოქაში და შესაბამისად  ამბიციური გეგმებითა და თავდაუზოგავი შრომით  ჩართულია  ქართული ბიზნესის განვითარების პროცესში პოლიტიკისადმი ინტერესი მისი ცხოვრების თანმდევი ნაწილია, მეტი განათლებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მიზნით  დაამთავრა GIPA-ს  პრაქტიკული პოლიტიკის სკოლა.

მუდმივად ზრუნავს განათლებისა და თეორიული ცოდნის ამაღლებაზე, აქტიურად იღებს მონაწილეობას სხვადსხვა ტრენინგებსა და სემინარებში, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოს სხვადასხვა  წარმატებულ ქვეყნებში. უახლოეს მომავალში გეგმავს ხარისხის ამაღლებას საზღვარგარეთ, ქვეყნის განვითარების და ისტორიული ცვლილებების სურვილი აძლევს მოტივაციას, ყოველდღე შემართებით გაიღვიძოს, იშრომოს თავდაუზოგავად და მუდმივად შეინარჩუნოს პოზიტიური განწყობა.

ელენე გამეზარდაშვილიელენე გამეზარდაშვილიელენე გამეზარდაშვილი
ელენე გამეზარდაშვილი

ელენე გამეზარდაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და პროგრამების მენეჯერი

ელენე გამეზარდაშვილი არის კანტის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი და პროგრამების მენეჯერი. მას ჟურნალისტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რამდენიმე წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. სამი წლის განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურში („მოამბე“) ჟურნალისტად. ასევე, აქვს ბეჭდურ მედიასა და სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში მუშაობის გამოცდილება. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, გამოცდილება დააგროვა ცენტრალური საარჩევნო კომისიისის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დეპარტამენტში მუშაობისას. ,,საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციაში“ კი, პიარის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. სხვადასხვა პერიოდში გავლილი გაქვს მნიშვნელოვანი საკვალიფიკაციო კურსები და ტრენინგების სერია. აგრეთვე, ჩართული იყო და არის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში..

მირანდა გაბუნიამირანდა გაბუნიამირანდა გაბუნია
მირანდა გაბუნია

მირანდა გაბუნია

ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი და კანტის პროგრამების მენეჯერი

მირანდა გაბუნია, 2015 – 2018 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამსახურში თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების მენეჯერის, ასევე ამავე სამსახურის მრჩევლის თანამდებობებზე. 2012 – 2015 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტისა და მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე. 2009 – 2010 წლებში იყო ახალგაზრდული ორგანიზაცია „AIESEC საქართველოს“ კომუნიკაციის ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, ხოლო 2010 წელს 2 თვით წარმოადგენდა საქართველოს ორგანიზაციაში „AIESEC პოლონეთი“ სადაც პოლონეთის სხვდასხვა სკოლების დამამთავრებელი კლასის სტუდენტებს უკითხავდა ტრეინინგებს კარიერის სწორად დაგეგმვის საკითხებზე. მონაწილეობას იღებდა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სამი მოწვევის იმიტირებულ სესიაში დელეგატის სტატუსით და სპიკერად გამოდიოდა საპარლამენტო სესიებზე. ამავდროულად, კარიერული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სამუშაო შეხვედრებისა და ტრეინინგ-სემინარების ფორმატში, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან და საქართველოს საჯარო ინსტიტუციებთან, როგორიც არის SIDA, DAAD, DBB Academy, HR Professionals Guild, კონრარდ ადენაუერის ფონდი, ვარშავის კულტურის უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიურო. 2007 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საგანმანათლებლო სტუდენტურ კონფერენციაში. აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ბაკალავრის ხარისხი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში და მაგისტრის ხარისხი თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინტერდისციპლინარულ ინგლისურენოვან პროგრამაში - ევროპისმცოდნეობა. ვინაიდან, დასავლურ ინსტიტუციებში ინტეგრირება და დასავლურ ინოვაციებზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროექტებში მაქსიმალური ჩართულობა ყოველთვის პრიორიტეტად მიაჩნდა, 2018 წლიდან შეუერთდა საგანმანათლებლო პლატფორმა -კანტის აკადემიის გუნდს, რომელთა მთავარ მიზანსა და ორიენტაციას წარმოადგენს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში სწორედ დასავლური, ინოვაციური არაფორმალური განათლების დანერგვა, თავდაუზოგავი შრომა და საერთაშორისო ინსტიტუციებთან მაქსიმალური თანამშრომლობით განვითარების ხელშეწყობა ქართველი მოზარდებისთვის, რაც კანტის აკადემიის გუნდს პროგრესის უმთავრეს საწინდარად მიაჩნია ქვეყნისთვის.

ანა აბულაშვილიანა აბულაშვილიანა აბულაშვილი
ანა აბულაშვილი

ანა აბულაშვილი

საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი

ანა აბულაშვილი არის კანტის აკადემიის საერთაშორისო პროგრამების მენეჯერი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული აქვს საჯარო პოლიტიკისა და სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხი. 2011 წლიდან მოღვაწეობს არასამთვარობო სფეროში. 2012-16 წლებში მუშაობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციაში. გააჩნია USAID, UNFPA, SCOPES-ის და შვეიცარიის განვითარების სააგენტოს საერთაშორისო პროექტებში მუშაობის გამოცდილება. ფართო ინტერესების მიუხედავად, თვლის, რომ ფორმალური და არაფორმალური განათლება  ყველა სფეროს განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით მნიშნელოვანი კი სწორედ ახალგაზრდებშია. სურს განვითარების, უნარებისა და ცოდნის მიღების მეტი შესაძლებლობა მისცეს ახალგაზრდებს, რაც მაღალი კონკურენციის პირობებში მათ წარმატებაზე პირდაპირ აისახება. მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიზანს საქართველოს განვითარებაში თუნდაც პატარა წვლილის შეტანა წარმოადგენს.

თამთა დევდარიანითამთა დევდარიანითამთა დევდარიანი
თამთა დევდარიანი

თამთა დევდარიანი

ლევან ბერძენიშვილის პროგრამის მენეჯერი

უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის მი8მართულებით, 2011 წელს მოიპოვა ბაკალავრის ხარისხი. 2017 წლიდან სწავლას აგრძელებს სამართალმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამაზე. 2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ეწევა საადვოკატო საქმიანობას როგორც კერძო ასევე ორგანიზაციულ სფეროში.

კანტის აკადემიაში ხელმძღვანელობს ლევან ბერძნიშვილის საავტორო პროგრამას. აგრეთვე, არის ჰოგსმიდის საზაფხულო სკოლის მენეჯერი.