კანტის აკადემია არის არაფორმალური განათლების ლიდერი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით მოზარდს საშუალებას აძლევს, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული  საგანმანათლებლო პროექტების საშუალებით იპოვონ საკუთარი უპირატესობა და განივითარონ პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები!

2019 წლის შემოდგომის სემესტრიდან კანტში თავს მოიყრის ყველაზე წარმატებული მსოფლიო მასშტაბით გამოცდილი სპიკერები, რომლებიც ერთიანდებიან იმისთვსის, რომ ახალ თაობას, მოგცეთ ცოდნა და გამოცდილება,  რათა  გაბედოთ და შეცვალოთ თქვენივე მომავალი.

რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს კანტის აკადემიის პიროვნული და პროფესიული განვითარების განახლებულ მოდულებზე! 

☑️ პიროვნული განვითარების პროგრამები:
🔹პიროვნული ქოუჩინგი და წარმატების სტრატეგიები
🔹ეფექტური კომუნიკაციები და კრეატიული აზროვნება;
🔹ლოგიკა და ანალიტიკური აზროვნება;
🔹ემოციური ინტელექტი და თვითრეგულაცია;
🔹ფილოსოფია და ლიტერატურული რეფლექსიები ;
🔹კანტის ექსპერიმენტი – შემოქმედებითი ინტელექტი

☑️ პროფესიული განვითარების პროგრამები:
🔹დიპლომატია და პოლიტიკა;
🔹ლიდერობა და მენეჯმენტი;
🔹ბიზნესი და ინოვაციების მართვა;
🔹PR, ბრენდინგი და მარკეტინგული კომუნიკციები;

 “პიროვნული ქოუჩინგი და წარმატების სტრატეგიები” –   პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

✔ ცხოვრებისეული და პროფესიული ხედვების შემუშავება;

✔ მიზნების და ამოცანების სწორად დასმა და პერსონალური სტრატეგიის დასახვა;

✔ გადაწყვეტილებების მიღება;

✔ თვითშეფასება – საკუთარი უპირატესობების და ღირებულებების უკეთესი გაცნობა;

✔ემოციური ბალანსის პოვნა;

✔კომუნიკაციის შიშის დაძლევა;

✔ეფექტური კომუნიკაციის უნარების განვითარება: პრეზენტაცია, საჯარო გამოსვლები, მოლაპარაკებები;

✔ შებოჭილობის დაძლევა;

✔ თავდაჯერებულობის შეძენა;

✔ წარმატების მიღწევის თანამედროვე სტრატეგიები;

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია მოსწავლეებს აღმოაჩენინოს შესაძლებლობები, აპოვნინოს საკუთარი პიროვნების ძლიერი და სუსტი მხარეები.შესძინოს თავდაჯერებულობა და განუვითაროს ხედვა პროვნული წარმატების სწორად დაგეგმვის თვალსაზრისით, განუვითაროს ხედვა – როგორ შექმნან საკუთარი თავი პიროვნულად და პროფესიულად.

“ეფექტური კომუნიკაციები და კრეატიული აზროვნება” – ამ პროგრამის  დახმარებით სტუდენტები შეძლებენ:

✔განივითარონ ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები;

✔ შეისწავლონ კომუნიკაციის ფსიქოლოგია და წარმატების სტრატეგიები;

✔განივითარონ ეფექტური მეტყველების უნარები;

✔ შეისწავლონ სხეულის ენა;

✔ შეძლონ ეფექტურად საკუთარი თავის წარმოჩენა;

✔იპოვონ საკუთარი უპირატესობები და შეძლონ მათი მართვა;

✔ შეიძინონ თავადაჯერებულობა;

✔განივითარონ კრეატიული აზროვნების უნარები;

✔ გახდნენ მოტივირებულები;

✔ შეისწავლონ საჯარო გამოსვლებისა და კამერასთან მუშაობის ხელოვნება;

✔ განივითარონ ლიდერობის უნარ-ჩვევები;

✔ შეისწავლონ ეფექტური პრეზენტაციისა და დებატების თანამედროვე ტექნიკები;

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია აღმოაჩენინოს სტუდენტებს შესაძლებლობები საკუთარი თავის სწორად წარმოჩენისა და პოზიციონირების კუთხით, განუვითაროს მათ ეფექტური – ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარები და შესძინოს თავდაჯერებულობა.

“ლოგიკა და ანალიტიკური აზროვნება”  – პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

✔ ლოგიკური და სხარტი აზროვნების უნარები;
✔ სწრაფი კითხვის ტექნიკა;
✔ დამახსოვრების ტექნიკა;
✔ ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნება;
✔ ინტელექტის კოეფიციენტის გაზრდა;
✔ გადაწყვეტილების მიღების უნარები;
✔ ყურადღების ტრენაჟი.

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია აღმოაჩენინოს მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობები, განავითაროს მათი ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარები და შეაძლებინოს ემოციების მართვა-თვითრეგულაცია.

“ემოციური ინტელექტი და თვითრეგულაცია” – პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

✔ ემოციების მართვა;
✔ თვითრეგულაცია;
✔ სტრესისა და ბრაზის მართვა;
✔ ლიდერობა და კრიზისული სიტუაციების მართვა;

✔ემპათიის უნარის განვითარება;

✔ემოციური ინტელექტის ამაღლება;

✔თვითშეფასების განვითარება;

✔თვითმოტივაცია;

✔ტალანტის მართვა;

“ფილოსოფია და ლიტერატურული რეფლექსიები” – პროგრამა სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას:

✔განივითარონ კრიტიკული და თანამედროვე აზროვნება;

✔ შეიძინონ სხარტი აზროვნების, მსჯელობის და გადაწყვეტილების მიღების უნარები;

✔ გაიფართოვონ შემოქმედებითი ინტელექტი;

✔ განივითარონ არგუმენტირებული მსჯელობის, დისკუსიის და დებატების უნარები;

✔ შეიძინონ კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარები;

✔ გაიფართოვონ ლიტერატურული და ფილოსოფიური თვალსაწიერი;

✔ გაეცნონ დიდი მოაზროვნეების შეხედულებებს სამყაროს შესახებ;

✔ გაიფართოონ შემოქმედებითი ინტერპრეტაციის უნარი;

✔ გახდნენ თავდაჯერებულები და შეისწავლონ წარმატების მიღწევის თანამედროვე სტრატეგიები;

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს კრიტიკული აზროვნების უნარი, გაუფართოვოს შემოქმედებითი თვალსაწიერი, დაანახოს წიგნი სხვა პერსპექტივით, შესძინოს და განუვითაროს ლიტერატურული ინტერპრეტაციისა და სამყაროს განსხვავებულად აღქმის უნარი.

,,კანტის ექსპერიმენტი – შემოქმედებითი ინტელექტი” –  პროგრამის განმავლობაში მოზარდები:

✔გაიფართოებენ ფანტაზიის დიაპაზონს

✔აიმაღლებენ შემოქმედებით ინტელექტს

✔განივითარებენ კრეატიულ აზროვნების უნარებს

✔შეიძენენ ორიგინალური და საზოგადოებისთვის ღირებული იდეების ჩამოყალიბების უნარებს

✔გაიზრდიან შემოქმედებით პოტენციალს

✔ისწავლიან როგორ შექმნან სრულიად განსხვავებული ახალი იდეა;

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია სტუდენტებს გაუფართოვოს ფანტაზიის უანარები,  სააზროვნო დიაპაზონი,  აუმაღლოს შემოქმედებითი ინტელექტი ხელოვნების ლიტერატური ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მეშვეობით.

“დიპლომატია და პოლიტიკა” – პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: 

✔ ლიდერიზმი და დიდი რეფორმატორები✔ საერთაშორისო თამაშის თეორიები;
✔ ევროპული პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები;
✔ მოლაპარაკებების ხელოვნება;
✔ დიპლომატიის ისტორია და დღევანდელობა;
✔ დიპლომატიური და საქმიანი პროტოკოლი;

✔ თანამედროვე პოლიტიკურ სისტემები და იდეოლოგიები;

✔ სახელმწიფო მართვა და თანამედროვე პოლიტიკური მოდელები;

✔ პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვა და განხორციელება;

✔ სახელმწიფოს მართვის თანამედროვე ტექნიკები;

✔ როგორ გავხდე წარმატებული პოლიტიკოსი?

✔ მსოფლიო პოლიტიკური დღისწესრიგი და თამაშის წესები;

✔ სასამართლო ხელისუფლება და პროცესის მოდელრიება

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია, დაანახოს და შეასწავლოს სტუდენტებს სახელმწიფო მართვის ძირითადი პრინციპები, გამოამუშავებინოს წარმატებული სახელმწიფო მმართველობისთვის საჭირო მენეჯერული უნარები,შეასწავლოს მათ დიპლომატიის ძირითადი თამაშის წესები.  ასევე საჯარო პოლიტიკის ანალიზის დაგეგმვისა და განხორციელების გზები.

“ლიდერობა და  მენეჯმენტი“- პროგრამა მოიცავს:

✔მენეჯმენტი;

✔ადამიანის ტიოპები და ტალანტის მართვა

✔ადამიანის რესურსების მართვა;

✔პროექტების დაგეგმვა და მართვა;

✔დროის მენეჯმენტი;

✔პროექტის ფინანსური ანალიზი და დაგეგმარება;

✔ბიზნეს-პროტოკოლი და სოციალური ეტიკეტი;

✔კომუნიკაციის მართვა პროექტში;

✔რისკების მართვა და კრიზის-მენეჯმენტი;

✔ კრეატიული ლიდერობა;

✔ ლიდერი როგორც ბრენდი;

“ბიზნესი და ინოვაციების მართვა” – პროგრამა მოზარდებს დაეხმარება:

✔ შეიძენონ და განივითარონ ბიზნეს იდეის ფორმირების უნარები;
✔ შეიძენონ თანამედროვე ბიზნეს მენეჯმენტის უნარები;
✔ აიმაღლონ ცოდნა ინოვაციების მართვის კუთხით;
✔ გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს;
✔ გაეცნონ მსოფლიოში არსებულ წარმატებულ სტარტაპებს და შეხვდნენ ქართველ წარმატებულ მეწარმეებს;
✔ გაიღრმავონ ცოდნა თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესახებ;
✔ შეისწავლონ პროდუქტის შექმნისა და მისი ბაზარზე პოზიციონირების სტრატეგიები;
✔ შეისწავლონ წარმატებული მოლაპარაკებისა და გაყიდვის თანამედროვე ტექნიკები;
✔ შეიძენონ ლიდერობის და მართვის თანამედროვე ტექნიკები;
✔ გახდნენ თავდაჯერებულები და შეისწავლონ წარმატების მიღწევის თანამედროვე სტრატეგიები;

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს ხედვა ბიზნესის ეფექტიანი მართვისა და სპეციფიკის შესახებ; მისცეს ზოგადი ცოდნა ბიზნეს იდეის გენერირებისა და მისი პროოექტად გარდასახვის შესახებ; შეუქმნას წარმოდგენა თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების შესახებ და გაუფართოოს ბიზნესის სფეროში თვალსაწიერი ინოვაციების მართვისა და თანამედროვე მენეჯმენტის მიმართულებით.

PR, ბრენდინგი და მარკეტინგი“ –  პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:

✔სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების შექმნის გზები;

✔ საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე ტექნიკები;

✔ბრენდის მნიშვნელობა და ბრენდ პლათფორმის შექმნის მეთოდები;

✔ პერსონალური ბრენდინგი და წარმატების სტრატეგიები;

✔პიარ სტრატეგიის შექმნის ტექნიკები;

✔როგორ მოძებნოთ კონკურენტული უპირატესობა და როგორ შექმნათ კონკურენტული და გაყიდვადი პროდუქტი;

✔ როგორ იქმნება რეკლამა? კრეატივი და სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა

✔ საკომუნიკაციო სტრატეგია  და სარეკლამო კამპანიები;

✔ თანამედროვე ციფრული სამყარო და ციფრული მარკეტინგი;

✔ ღონისძიებების მართვა და მენეჯმენტი;

სასწავლო კურსის მიზანი: კურსის მიზანია სტუდენტებს განუვითაროს ხედვა ბრენდის რაობისა და ბრედინგის მნიშვნელობის შესახებ; შეასწავლოს სტუდენტებს საზოგადოებასთან ურთიერთობის ეფექტური ტექნიკები და სტრატეგიული მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა.

 

 

 

 

პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. პროგრამის ღირებულებაა 270 ლარი (1 თვე), მოქმედებს TBC ბანკის 0%-იანი განვადება.

დარეგისტრირდი ლიდერი აკადემიის პროგრამებზე, აღმოაჩინე შენი შესაძლებლობები და შექმენი შენი წარმატების მოდელი! https://kanti.edu.ge/registration/