ჰოგსმიდი არის კანტის აკადემიის ზამთრის და ზაფხულის სკოლა, რომელიც არის ადგილი შემოქმედებითი, ინტელექტუალური და ჯადოსნური თავგადასავლებისთვის!

დაუვიწყარი ემოციებით სავსე, შემეცნებისა და გართობის ჯადოსნურ 1-კვირიან პროგრამას ჰოგსმიდი, ბაკურიანში მასპინძლობს.

გიფიქრია შენს თავში აღმოაჩინო ისეთი რამ, რაც აქამდე არასოდეს შეგინიშნავს? ისწავლო როგორ აღმოაჩინო საკუთარი შესაძლებლობები და აქციო შენი ოცნებები რეალობად? გიოცნებია ცოტა ხნით მაინც აღმოჩნდე ჯადოსნურ სამყაროში? მაშინ ჰოგსმიდი შენთვისაა.

ჰოგსმიდის შემეცნებითი ნაწილი ეთმობა მოზარდების შინაგანი რესურსების აღმოჩენას, განვითარებას და შენივე წარმატების შექმნას.

პროგრამის თემები: აღმოაჩინე შენში ლიდერი, ემოციური ინტელექტი, თვითრეგულაცია და ემოციების მართვა, საკუთარი თავის წარმოჩენისა და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნიკები, თანამედროვე აზროვნება, ლოგიკა და კრეატივი, აქცია შენი იდეა წარმატებად!

ჰოგსმიდის გასართობ-შემოქმედებითი ნაწილი მოგცემთ შესაძლებლობას პრაქტიკაში გამოსცადო შენი თავი და შექმნა საკუთარი თავგადასავალი. გასართობი აქტივობები: იდეების ქვიდვიჩი, ინტელექტუალური შეჯიბრებები, სპორტული აქტივობები, სათავგადასავლო თამაშები, ჯადოსნური საღამოები, ლაშქრობა, წვეულება.

ჰოგსმიდის შემდგომი პროგრამა გაიმართება 2018 წლის დეკემბერში. დამატებითი ინფორმაცია პროგრამაზე გამოქვეყნდება უახლოეს პერიოდში.

სანდრო ლორთქიფანიძე

სანდრო ლორთქიფანიძე

თორნიკე ქოროღლიშვილი

ცვატა ბერძენიშვილი

ჰოგსმიდის სკოლის სრული ღირებულებაა 850 ლარი. პროგრამა გრძელდება 1 კვირის განმავლობაში და ფარავს ყველა საჭირო ხარჯს. მოქმედებს თიბისი ბანკის 0%-იანი განვადება.

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/TUVwod

დამატებითი ინფორმაცია: +995 577 415 514