თბილისის საკრებულოში, გაეროს მოდელირების პირველი საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად დაიხურა!
კანტის აკადემიის ორგანიზებით, პირველად საქართველოში, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიების ოფიციალური დახურვის ნაწილს ქალაქ თბილისი საკრებულომ უმასპინძლა. დელეგატებმა სამ დღიანი სამუშაოები შეაჯამეს და მიღებული რეზოლუციები წარადგინეს. კონფერენციას გაეროს მოდელირების ასოციაციის წარმომადგენელი ალსეა თერლი უძღვებოდა, რომელიც კანტის აკადემიის მოწვევით ბოსტონიდან ერთ კვირიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფება.
აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გაეროს მოდელირების სიმულაციაში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დიპლომატების როლი მოერგოთ და საკომიტეტო სამუშაოებში ჩართულიყვნენ. მათ ასევე, განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხები და შემდგომ თავიანთი მოსაზრებები რეზოლუციაში ასახეს.
ახალგაზრდებმა იმუშავეს ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა: საერთაშორისო უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, კონფლიქტები, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, კიბერ უსაფრთოება, ბავშვთა უფლებები და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობას 12-დან 21 წლამდე ახალგაზრდები იღებდნენ. GIMUN გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური მხარდაჭერით (Nეწ Yორკ, UშA) გაიმართა. კონფერენციამ 200 დელეგატს, 15-მდე ქვეყნიდან უმასპინძლა. პროექტის ოფიციალური პარტნიორი იყო ქალაქ თბილისის საკრებულო და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტი, რომლებიც ოფიციალურ გახსნისა და დახურვის ღონისძიებებს უმასპინძლეს. პროექტი ინგლისურენოვანი იყო და სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.
ღონისძიების ბოლოს კონფერენციის მონაწილეებს დიპლომები გადაეცათ, ხოლო რამდენიმე წარმატებული დელეგატი კი 2019 წლის მარტში, ნიუ-ორკში, გაეროს შტაბბინაში გაემგზავრება, რომელიც ყველაზე წარმატებულ 6 ათასამდე ახალგაზრდა ლიდერს მთელი მსოფლიოდან უმასპინძლებს.
