კანტის საკვირაო სკოლაში 13-დან 17 წლამდე მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო. ეს არის პროგრამა, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს თინეიჯერებში.
კანტის საკვირაო სკოლის მიზანია მოზარდებში ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, საკუთარი თავის პოვნა და სწორი პიროვნული და პროფესიული განვითარება.
აკადემიის საკვირაო სკოლა 2018 წლის შემოდგომიდან რამდენიმე ახალი პროგრამით დაბრუნდა, მათ შორის, ამ სემესტრიდან კანტელებს შეუძლიათ ისწავლონ შემდეგი მიმართულებებით: ლიდერობა და დიპლომატია, მმართველობა და პოლიტიკა, ბიზნესი და ტექნოლოგიები, მედია და კომუნიკაციები, ლოგიკა და ემოციების მართვა, ეფექტური კომუნიკაციები.
ლექციების გარდა, აკადემიის სტუდენტებისთვის გაიმართება სპეციალური ვიზიტები სხვადასხვა სამთავრობო, საერთაშორისო და კერძო ორგანიზაციაში, მათ შორის: ა.შ.შ-ს საელჩოში საქართველოში, საქართველოს ეროვნულ ბანკში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში და სხვა.
შემოუერთდი კანტის აკადემიას და აღმოაჩინე შენი შესაძლებლობები აქ!
