12 კანტელი, 3-დან 6 მაისამდე, ბელგიაში, გაეროს მოდელირების კონფერენციაში მონაწილეობს.
კონფერენციის ფარგლებში, დელეგატები სხვადასხვა კომიტეტში განიხილავენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და მუშაობენ რეზოლუციებზე სხვადასხვა პრობლემის შესახებ.
კანტელები ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინას ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე გაცნობოდნენ ცოცხალ დიპლომატიურ პროცესებს.
კანტელებს შტაბ-ბინაში უმასპინძლა საქართველოს ელჩმა ნატოში, ბ-მა ალექსანდრე მაისურაძემ.
