კანტის აკადემია MUN Impact-ის ოფიციალური პარტნიორი ხდება, რის შემდეგაც თანამშრომლობა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობას მოიცავს.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება გაეროს კლუბები, რომელსაც კანტის აკადემია აქტიურად ახორციელებს, ხოლო შემოდგომის სეზონზე MUN Impact-თან ერთად პროგრამების მასშტაბურ დანერგვას დაიწყებს საქართველოს სკოლებში, რაც ამერიკაში სწავლების ერთ-ერთი ეფექტური და თანამედროვე მოდელია. ასევე თანამშობლოს ფარგლებშივე იგეგმება ონლაინ სასწავლო სპეციალური პროგრამები სკოლის მოსწავლეებისთვის და ონლაინ გაეროს მოდელირება, რომელსაც ივნისში განვახორციელებთ.
გარდა ამისა, MUN Impact-თან პარტნიორობით საქართველოში პირველად გაიმარეთება ლიდერთა ფორუმი.
MUN Impact უკვე რამდენიმე წელია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობს, მათ შორის არიან ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: აშშ, ავღანეთი, კანადა, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, გერმანია, ისრაელი, სინგაპური და ა.შ.
