“კანტის აკადემია” აცხადებს კონკურს სპიკერის პოზიციაზე
გამოიყენე შესაძლებლობა შეხვდე ათასობით მოზარდს და წვლილი შეიტანო მათ პიროვნულ და პროფესიულ ტრანსფორმაციაში.
გახდი კანტის აკადემიის სპიკერი და გადადგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კარიერული წარმატების გზაზე.
სპიკერების კონკურსი სამ ქალაქში, თბილისში ქუთაისსა და ბათუმში გამოცხადდა.
კანტის აკადემია არის არაფორმალური განათლების ლიდერი პლატფორმა საქართველოში, რომელიც ათასობით მოზარდს საშუალებას აძლევს, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული ოცამდე საგანმანათლებლო პროექტის საშუალებით იპოვონ საკუთარი უპირატესობა და განივითარონ პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები. კანტის აკადემიის პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა დარგის გამორჩეულ სპეცილისტებსა და პრაქტიკოს პროფესიონალებს, რომლებიც ერთობლივად ქმნიან უნიკალურ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას არაფორმალური განათლების სივრცეში.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება — მინიმუმ მაგისტრის ხარისხი, შესაბამის დარგში: სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები; ეკონომიკური მეცნიერებები; სამართალი. ტრენერად / ლექტორად მუშაობის გამოცდილება; სპიკერების შესარჩევ კონკურს წარმართავს კანტის აკადემიის სპეციალური საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კანტის აკადემიის წარმომადგენელებისაგან და განათლების სფეროს ექსპერტებისგან; შერჩეული სპიკერები გადამზადდებიან სწავლების თანამედროვე ტექნიკებით, რომლებიც დაეფუძნება ქოუჩინგის მეთოდოლოგიას; შერჩეული სპიკერების ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად.
კანდიდატებმა უნდა წარადგინონ რეზიუმე და კონკურსზე მორგებული სამოტივაციო წერილი, ელ.ფოსტაზე:info@kanti.edu.ge არაუგვიანეს 01 სექტემბრისა.
გთხოვთ სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “სპიკერი”.
კანტის აკადემიის გუნდი გისურვებთ წარმატებას!
