კანტის აკადემიის მისიაა განათლების სფეროში დასავლური, წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტების გამოცდილების გაზიარება, ინოვაციების დამკვიდრება და ინტეგრირება არაფორმალური განათლების სივრცეში.

გრძელვადიან პერიოდში, კანტის აკადემიის მიზანია კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, მოახდინოს არაფორმალურ საგანმანათლებლოს სივრცეში დანერგილი ინოვაციების ინტეგრირება ფორმალურ განათლების სისტემაში.

კანტის აკადემია გახდა წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმა არაფორმალური განათლების მიმართულებით.

დაფუძნებიდან დღემდე, კანტის აკადემიამ შეძლო 1500-მდე სკოლის მოსწავლისა და სტუდენტის  გონებრივი და ემოციური ტრანსფორმაცია.

კანტის აკადემია არის წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პარტნიორი, მათ შორის: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ა.შ.შ-ს საელჩო საქართველოში, ქალაქ თბილისის საკრებულო, გაეროს მოდელირების საერთაშორისო ასოციაცია ამერიკაში, ვებსტერის უნივერსიტეტი, პრაღის ნიუ-იორკის უნივერსიტეტი, ნოტინგემის უნივერსიტეტი და სხვა წამყვანი ავტორიტეტული ორგანიზაციები.