ყოველწლიურად, კანტის აკადემიის სტუდენტები მონაწილეობას იღებენ გაეროს მოდელირების კონფერენციებში ევროპისა და ამერიკის წამყვან საერთაშორისო კონფერენციებში. კონფერენციები არის 1-კვირიანი პროგრამა, რომელიც აძლევს მოსწავლეებს შესაძლებლობას იმუშაონ მსოფლიოს მთავარ გამოწვევებზე, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. გამოვიდნენ მოხსენებით, ჩაერთონ საკომიტეტო მუშაობასა და დებატებში, მონაწილეობა მიიღონ მოლაპარაკებებისა და რეზოლუციების შემუშავების პროცესებში.

გაეროს მოდელირების კონფერენციები არის 5-დღიანი ვიზიტი სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც მოიცავს ოფიციალური გახსნის ღონისძიებას, საკომიტეტო მუშაობებს, დებატებს, არაფორმალურ მოლაპარაკებებს, დისკუსიას და გენერალურ ასამბლეას. გარდა საკონფერენციო განრიგისა, პროექტის მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა 1 დღის განმავლობაში მოინახულონ საკონფერენციო ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობები.

კონფერენციებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს 13-დან 25 წლამდე, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე და სწავლობენ საქართველოში აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

სარეგისტრაციო ბმული: https://goo.gl/Hqdeua

დამატებითი ინფორმაცია: +995 577 415 514