“აინშტაინის სკოლა” – სრული ტრასნფორმაცია, სუპერ ძალების მობილიზება, გარდასახვა, ახალი თაობის გენოსები!
 
‍7-დან 12 წლამდე მოზარდებს ვაძლევთ შესაძლებლობას მიაგნონ საკუთარ ტალანტს, დაეუფლონ გენიის მართვის უნარებს, შექმნან და გამოიგონონ იდეა, რომელიც მოახდენს სამყაროს ტრანსფორმაციას !
აინსტაინის სკოლა – ეს არის თაობა Z /Generation Z
 
აინშტაინის სკოლის განახლებულ პროგრამაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს!  იხილეთ ბმული: https://bit.ly/2lvEAPK
 
ოქტომბრიდან ველით ახალი თაობის გენიოსებს, რომ მათ მივცეთ სუპერ შესაძლებლობები, ცოდნა და გამბედაობა რათა მათ შეძლონ ახალი სამაყროს აღმოჩენა!
 
აინშტაინელები სამყაროს ცვლილებებისთვის!
 
🔊სწორედ ახლა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი შვილის გონებრივი პოტენციალის ზრდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება!
 
აინშტაინის სკოლა გთავაზობთ 5 სხვადასხვა მოდულს, რომელთაგანაც შესაძლებელია ერთი, ან რამდენიმე მიმართულების შერჩევა მთელი წლის განმავლობაში:
 
1. ლოგიკა და ინტელექტის კოეფიციენტი (IQ): მოდული მიზნად ისახავს მოზარდებში ლოგიკური აზროვნების და ინტელექტის კოეფიციენის განვითარებას, კერძოდ, ლექტორი იმუშავებს შემდეგ უნარებზე: მეხსიერების ტექნიკები, მარტივად სწავლის უნარები, სხარტი აზროვნება, მსჯელობის უნარები, გადაწყვეტილების მიღების უნარები, სწრაფი კითხვის ტექნიკები, რთული ტექსტების გაგების უნარები, ლოგიკური და მწყობრი აზროვნება;
 
2. თვითრეგულაცია და ემოციური ინტელექტი (EQ): მოდული არის ინოვაცია განათლების სფეროში, რომელიც პირველად მუშაობს მოზარდებთან ემოციური ინტელექტის განვითარების მიმართულებით. მოდულის მიზანია დაეხმაროს მოზარდებს: ემოციების მართვაში სტრესულ სიტუაციებში, თვითრეგულაციაში, ემპათიის უნარების განვითარებაში, ემოციური განათლების მიცემაში.
 
3. ლიდერობა და ეფექტური კომუნიკაცია: მოდული დაეხმარება მოზარდებს კომუნიკაციების უნარების განვითარებაში, საკუთარი თავის შეცნობასა და თავდაჯერებულობის გაზრდაში, მოდული იმუშავებს შემდეგ უნარბზე: ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციები, თვითშეფასება და მოტივაცია, ლიდერობა, პრეზენტაციისა და საჯარო კომუნიკაციის უნარები.
 
4. წიგნიერება და კრეატიული აზროვნება: მოდულის მიზანია მოზარდებში თავისუფალი და კრეატიული აზროვნების, თხრობისა, წერისა და მოსმენის უნარების გაუმჯობესება. მოდულის ფარგლებში შერჩეულია ლიტერატურული ნაწარმოებები სპეციალურად ამ ასაკობრივი კატეგორიისათვის, რომელიც მათ დაეხმარება მოზარდებს კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის ტექნიკების გაუმჯობესებაში.
 
5. ტექნოლოგიები, ინოვაციები და პროგრამირება:
 
 კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან რობოტების აწყობას, მათი ფუნქციონირების პრინციპებსა და მათ დაპროგრამებას ვიზუალური პროგრამირების ენის გამოყენებით.  გარდა ამისა შეძლებენ სპეციალურ 3D პროგრამაში საკუთარი ფანტაზიით შექმნან სხვადასხვა ნივთები, ხელსაწყოები და პერსონაჟები, რომელთა დაბეჭდვაც შემდეგ შეეძლებათ 3D პრინტერის გამოყენებით. გაკვეთილებში ასევე ინტეგრირებულია არქიტექტურის, მათემატიკისა და სხვა დამატებითი საგნების მასალაც.
 

ლექციები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, შაბათს და კვირას. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 თვე. პროგრამის ღირებულებაა 220ლარი (1 თვე). 
🏦 მოქმედებს TBC ბანკის 0%-იანი განვადება.

აინსტაინის სკოლა – ეს არის თაობა Z /Generation Z ;  მიმდინარეობს რეგისტრაცია აინშტაინის სკოლის განახლებულ პროგრამაზე:https://bit.ly/2lvEAPK