სტუდენტები პრაქტიკული ვიზიტის ფარგლებში სტუმრად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოში
აკადემიის სტუდენტებს ტექნოპარკის ხელმძღვანელმა, ავთანდილ კასრაძემ უმასპინძლა. მან დეტალურად ისაუბრა სააგენტოს ფუნქციონირებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ქვეყნის წინაშე არსებული ინოვაციურ გამოწვევებზე.
შეხვედრა ინტერაქციული იყო და კანტელებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის აქტუალურ და საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.
